fbpx
კრიმინალი

პირეოსი: საბერძნეთის პოლიციამ სექსუალური მანიაკი დააკავა

პირეოსში პოლიციამ 29 წლის საბერძნეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად რამდენიმე ახალგაზრდა ქალზე სექსუალური ძალადობა ედება. ის ასევე უკანონოდ ატარებდა იარაღს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ძალადობრივ საქმიანობას პირეოსში ეწეოდა და მსხვერპლს მოტოციკლით ან ფეხით შენობებამდე მიჰყვებოდა ხოლმე.

პოტენციური მსხვერპლი შედიოდა კორპუსში, შემდეგ ლიფტში და შემდეგ უკვე, მანიაკი საკუთარი გეგმის მიხედვით მოქმედებას იწყებდა, იღებდა იარაღს და ძალის გამოყენებით ემუქრებოდა მათ.

ჯერჯერობით, იდენტიფიცირებულია მის მიერ ჩადენილი 6 დანაშაული. აქედან 1 შედარებით უმნიშვნელოა.

მისი ძებნის პროცესში პოლიციამ იპოვა ტანსაცმელი, რომელსაც ის ”ნადირობისას” ატარებდა, ასევე ორი იარაღი და დასაკეცი დანა. მას ასევე ჩამოერთვა მოტოციკლი.

29 წლის მოქალაქე პირეოსის პროკურორის წინაშე წარსდგა. პოლიცია აგრძელებს გამოძიებას, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა ჩადენილი აღნიშნულ პიროვნებას სხვა დანაშაულები.

onalem

ტესტ