fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრში 84 წლის მოხუცს მძარცველები სამი საათის მანძილზე სცემდნენ

ათენის ცენტრალურ უბანში, კერძოდ, პაგრატზე, 84 და 89 წლის ცოლ-ქმარს თავს უცნობები დაესხნენ. ქალს სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მათ სახლში ღამის 02:00 საათისთვის შეიჭრნენ და სამი საათის მანძილზე მოხუცები მძევლებად ჰყავდათ აყვანილი. ამ დროის მანძილზე გამუდმებით სცემდნენ ქალს, რომელსაც ძირითადად სახეში ურტყამდნენ.

საბოლოოდ, მძარცველები უცნობი რაოდენობის თანხასთან ერთად უკვალოდ გაქრნენ.

პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, რომელთა დახმარებითაც ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 84 წლის ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

onalem

ტესტ