fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 68 წლის მამაკაცი საკუთარ ქალიშვილს და სიძეს ნაჯახით ემუქრებოდა

სამშაბათს, შუადღეს მაკრაკომიში მომხდარი დაუჯერებელი ინციდენტი კინაღამ ტრაგედიაში გადაიზარდა. 68 წლის მამაკაცმა უყოყმანოდ ასწია ცული საკუთარი ქალიშვილის და სიძის დასაშინებლად.

ცოლ-ქმარი მანქანაში იჯდა, როდესაც მათ ცულით შეიარაღებული მამა მიუახლოვდა, რომელმაც ყვირილი და მუქარა დაიწყო.

რამდენიმე წუთში მან ცული ძირს დააგდო, თუმცა ჩხუბი არ შეუწყვეტია.

რა თქმა უნდა, შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოცხადდა, რომელმაც 68 წლის მამაკაცი დააპატიმრა. იგი ხვალ წარდგება სასამართლოს წინაშე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცსა და ცოლ-ქმარს ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ სწორედ ამან უბიძგა თავდამსხმელს ამგვარი საქციელის ჩადენაზე.

onalem

ტესტ