fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მკვლელობის მცდელობა ათენის ცენტრში: უცხოელ მამაკაცს 10 ჭრილობა აქვს მიყენებული

დღეს ათენის ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად უცხოელი მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა. მისი ეროვნების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც ცნობილია, ვაფის სკვერში, მარნისა და კამატერუს ქუჩაზე უცნობმა პირმა უცხო ქვეყნის 40 წლის მოქალაქეს დანით 10 ჭრილობა მიაყენა. ჭრილობები ძირითადად აღენიშნება მუცლისა და გულმკერდის არეში.

პოლიციის დანაყოფი ადგილზე გამოძახებისთანავე გაჩნდა და მსხვერპლი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამნაშავე დაკავებულია. პოლიცია დაპირისპირების მიზეზებს იძიებს.

onalem

ტესტ