fbpx
საბერძნეთი

მიკონოსზე ელიტარული Goody’s გაიხსნა

ბერძნულმა Goody’s-მა თავისი ბურგერის სახლი კუნძულ მიკონსზე გახსნა.

ელიტარული სწრაფი კვების ობიექტი, თავისი ელეგანტური დიზაინით, ანო მერას გზაზე (სკვერიდან 100 მეტრში) მდებარეობს და მზადაა ბერძენი და უცხოელი სტუმრების მისაღებად. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური ბურგერები, უგემრიელესი სენდვიჩები დ ყველანაირი სახეობის Goody’s-ის კლასიკური კერძი.

ამჟამად, მთელი საბერძნეთის მასშტაბით Goody’s-ის 114 რესტორანია გახსნილი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ბურგერების ფასი მიკონოსზეც იგივე იქნება თუ არა, რაც ათენშია, მაგრამ, სავარაუდოდ, არა… ვინაიდან, ის ისეთი ხორცის მაღაზიის გვერდითაა გახსნილი, რომელშიც 1 კგ ხორცი 300  ევრო ღირს.

შესაძლოა, მიკონოსი ემირატების მაგალითს იმეორებს, სადაც ელიტარული ბურგერების ფასი 63 ევროდან იწყება.

როგორც ცნობილია, ემირატებში ბურგერი რამდენიმე ფენა ხორცისგან მზადდება, ხოლო ზემოდან მოოქროვილი 24 კარატიანი ქაღალდი აქვს გადაკრული.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ უგემრიელესი კაპუჩინო, რომელსაც ოქროს მტვერი აყრია.

onalem

ტესტ