fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კალიმნოზე გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზი ცნობილია

კუნძულ კალიმნოზე გარდაცვლილი 21 წლის ნიკოს სიკვდილის გარშემო უამრავი კითხვა არსებობდა. ექსპერტები ცდილობდნენ დაედგინათ, რამ გამოიწვია ახალგაზრდის სიკვდილი, რადგან მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები შეუქცევადი არ იყო. ამიტომ ძირითად მიზეზად ფიზიკურ ძალადობას ვერ ასახელებდნენ.

ახლა კი ექსპერტიზის ახალი შედეგები დაიდო, რომლის თანახმადაც ნიკო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მისი სიკვდილი დაცემამ გამოიწვია და ის სავარაუდოდ კლდიდან გადავარდა. ხელისუფლების თვალსაზრისით ადგილზე, სადაც ის 14 წლის მოზარდმა იპოვა, მისი გვამი გადაუღებელი წვიმების და გაუარესებული ამინდის პირობებში გადაადგილდა.

“არ აღინიშნება არანაირი ძალადობის კვალი. მოცემული სიტუაციით ცხადია, რომ ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, რადგან ბიჭი დაცემისთანავე არ გარდაცვლილა, არამედ რამდენიმე ხნის შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ბიჭი დაეცა, შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა და სრულიად უმწეო აღმოჩნდა,” აცხადებს კორონერი.

როგორც ჩანს, 21 წლის ნიკო ხუთშაბათს ან პარასკევს გარდაიცვალა და იმ ადგილას ის ვერავინ შენიშნა. ის რაც პოლიციას აბნევს არის ფაქტი, რომ გვამი გადაადგილებულია. თუმცა, ამის მიზეზად ჯერჯერობით გაუარესებულ ამინდებს ასახელებენ, რომელიც კალიმნოზე ბოლო დღეების მანძილზე აღინიშნებოდა.

onalem

ტესტ