fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: პენსიონერი მამაკაცი სტუდენტებზე ბინას აქირავებდა, სადაც კამერები ჰქონდა დამონტაჟებული

თესალონიკის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტლება აქვს მისაღები. საქმე ეხება უკვე პენსიაში გასულ მამაკაცს, რომელიც ახალგაზრდა გოგონებზე, ძირითადად სტუდენტებზე, ბინას აქირავებდა, შიგნით კი კამერები ჰქონდა დამონტაჟებული. ცხადია, ისეთი ზომის, რომ ისინი თავიდანვე ვერ ამჩნევდნენ.

კამერა 2017 წლის თებერვალში ერთ-ერთმა გოგონამ კართან ახლოს იპოვა და მაშინვე პოლიციაში დარეკა. ის ამბობდა, რომ უნდოდა გაეგო სახლის პატრონი მის თითოეულ ნაბიჯს უთვალთვალებდა და მისი ცხოვრების ყველა დეტალი იცოდა თუ არა.

მამაკაცმა აღიარა, რომ კამერა დააყენა, თუმცა, უარყოფს, რომ ის მუშაობდა და რაიმეს იწერდა.

მტკიცებულებების სახით პოლიციამ რაიმე ჩანაწერები მისი სახლიდან ვერ ამოიღო, სწორედ ამიტომ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება.

onalem

ტესტ