fbpx
კრიმინალი

პატრა: სატვირთოს პორტიდან 5,664,800 კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა

ქალაქ პატრასში სატვირთოს შემოწმების შედეგად დიდი რაოდენობის კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს. მათი რაოდენობა 28, 000-ზე მეტ შეკვრას შეადგენს. როდესაც სატვირთო პორტში შევიდა, სანამ იტალიისკენ მიმავალ გემზე ავიდოდა, მას რენგტენული შემოწმება ჩაუტარდა.

შემოწმებისას, სატვირთოდან საერთო ჯამში  283,240 შეკვრა, 5,664,800 სხვადსხვა ბრენდის სიგარეტი ამოიღეს. სანაპირო დაცვის ცნობით, მძღოლს აღნიშნული საქონლის გადატანის არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ ჰქონია. ის მაშინვე დააკავეს.

პოლიცია გამოძიებას ატარებს, რათა დადგინდეს, თუ სად დაიტვირთა მანქანა სიგარეტის ყუთებით და კიდევ ვინ მონაწილეობს აღნიშნულ კრიმინალურ საქმიანობაში.

onalem

ტესტ