fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ძარცვის დაუსრულებელი ფაქტები ”Βενιζελείου”-ს საავადმყოფოს სადგომზე

”Βενιζελείου”-ს საავადმყოფოს სადგომზე მანქანების ძარცვის ფაქტებს დასასრული არ უჩანს. ამჯერად ქურდობის მსხვერპლი ქირურგიული კლინიკის ექიმი გახდა, რომლის მანქანაც ჩაამსხვრიეს და შიგნით არსებული მოწყობილობები წაიღეს.

კუნძულ კრეტასთვის ეს ფენომენი ნამდვილ უბედურებად იქცა. ქურდები პარკირებულ მანქანებს სრულიად შეუჩნევლად, ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე, პერმანენტულად ძარცვავენ.

საავადმყოფოს თანამშრომლები შეწუხებული არიან მომხდარით და პროტესტს გამოთქვამენ, ვინაიდან, დაცვის ზომების მიღების მიუხედავად, არაფერი შეცვლილა.

რადგან ადგილობრივი ხელისუფლება უუნაროა აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში, ისინი ითხოვენ, მართვის სადავეების მათ ხელში გადასვლას, რათა ყველაფერი თავად მოაგვარონ.

onalem

ტესტ