fbpx
კრიმინალი

კიფისია: 16 წლის გოგონებმა 15 წლის მოზარდი ფულის გამო შუა ქუჩაში სასტიკად სცემეს და გაძარცვეს

საბერძნეთში ბოლო დროს უკიდურესად მომრავლდა არასრულწლოვნებზე ძალადობის შემთხვევები ისევ ასასრულწლოვნების მხრიდან, ძირითად შემთხვევებში კი, მიზანი მათი გაძარცვაა. სწორედ ასეთი მორიგი შემთხვევის შესახებ იტყობინება ბერძნული მედია, რომელიც კიფისიაში, შუა ქუჩაში მოხდა.

როგორც ირკვევა, ფიზიკური ძალადობისა და შემდეგ ძარცვის მსხვერპლი გახდა 15 წლის მოზარდი, რომელსაც თავს 16 წლის ორი სხვა გოგო დაესხა. მოზარდს ჯერ მუშტებითა და წიხლის კვრით გაუსწორდნენ, შემდეგ კი, წაართვეს თანხა, რაც თან ჰქონდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა კიფისიის დეპარტამენტს და გამოძიება დაიწყო. ოფიცრებმა მალევე დააკავეს ერთ-ერთი თავდამსხმელი, 16 წლის გოგო, რომელიც განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი თანამზრახველის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ