fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენის მერი ხარის დუკასი გახდა – კოსტას ბაკოიანი დიდი სხვაობით დამარცხდა!

როდესაც აგვისტოს გადაწყისში ხარის დუკასმა ათენის მერობის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა, ვერ წარმოიდგენდა, რომ 72 დღის შემდეგ ის კოსტას ბაკოიანის დაამარცხებდა და ათენის მერი გახდებოდა.

დუკასი ΠΑΣΟΚ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და მედია საშუალებებთან გარკვეული შემხებლობა ჰქონდა, თუმცა, არავინ წინასწარმეტყველებდა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ 7 დღეში იმდენ ხმას მოაგროვებდა, რომ ათენის მერი გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, პროფესორმა კოასტას ბაკოიანი დიდი სხვაობით დაამარცხა და ამიერიდან დედაქალაქზე იზრუნებს.

ვინ არის ხარის დუკასი?!

ხარის (ხრისოსტომოს) დუკასი, დაბადებული 1980 წელს ათენში, არის მექანიკოსი, ინჟინერი და ენერგეტიკული პოლიტიკისა და მართვის პროფესორი საბერძნეთში, ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სკოლაში.

დუკასი ხშირად საუბრობდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა ქალაქში არსებული ტემპერატურა და იძლეოდა დაპირებას, რომ 5 წლის განმავლობაში შეძლებდა, რომ ათენში არსებული ტემპერატურა 5 გრადუსით შეემცირებინა. ასევე, აცხადებდა, რომ სრულიად მომზადებული იყო ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ეხება გამწვანებას, დასუფთავებას, გადამუშავებას და ათენელების უსაფრთხოებას.

onalem

ტესტ