fbpx
საბერძნეთი

“მომდევნო 48 საათის მანძილზე თბილად უნდა ჩაიცვათ” – საკის არნაუტოღლუს პროგნოზი

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ, საბერძნეთში მზიანი შაბათ-კვირა გვქონდა და ტემპერატურაც საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა, როგორც სინოპტიკოსი, საკის არნაუტოღლუ აცხადებს, მომდევნო 48 საათის მანძილზე შედარებით თბილად უნდა ჩავიცვათ, ვინაიდან გარკვეული ცვლილებები გველის.

სინოპტიკოსი პროგნოზირებს ტემპერატურის ვარდნას ძირითადად ჩრდილოეთ საბერძნეთში, ასევე, ძლიერ ქარს. შესაბამისად, მოსახლეობა სიცივისთვის უნდა მოემზადოს თრაკის, მაკედონიის, თესალონიკის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, დილისა და საღამოს საათებში.

გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდოდ, ძლიერი ქარი იქნება, არნაუტოღლუ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყოველი შემთხვევისთვის მანქანებს დიდი ხეების ქვეშ ნუ გააჩერებენ. ნალექი მოსალოდნელია სამშაბათსა და ოთხშაბათს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში.

მიუხედავად ამისა, სინოპტიკოსი იმასაც აცხადებს, რომ კვირის ბოლოს ტემპერატურის მატება ისევ მოსალოდნელია.

onalem

ტესტ