fbpx
საბერძნეთი

იდრას შემდეგ, ტურისტული კრიზისი სკოპელოსსა და ტინოსზე

კუნძულ იდრას შემდეგ, რომელიც ელექტრო ენერგიის არარსებობის გამო ტურისტებმა დატოვეს, იგივე პრობლემა შეიქმნა სკოპელოსსა და ტინოსზე.

სკოპელოსის ვიზიტორებმა და ადგილობრივებმა დენის გარეშე 6 საათი გაატარეს. ამ შემთხვევაში დაზიანება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

დილის 09:30 საათიდან DEH-ს თანამშრომლები მუშაობას შეუდგნენ და ელექტრო ენერგია აღდგა, მოსახლეობა კი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

კუნძულები სავსეა ტურისტებით, რომლებსაც ძირითადი პრობლემა საკვებზე შექმნათ, რადგან მაცივრის გარეშე ყველაფერი გაფუჭდა.

რაც შეეხება ტინოსს, კუნძული ამჟამადაც ელექტრო ენერგიის გარეშეა. ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ დღეს დენთან ერთად, წყლის მიწოდებაც შეიზღუდება, რადგან არსებული დაზიანება ძალიან სერიოზულია და მისი მოკლე დროში შეკეთება ვერ ხერხდება.

ცნობილია, რომ იდრა აღნიშნული პრობლების გამო ტურისტების 30%-მა დატოვა. მათ გააუქმეს თავიანთი ჯავშნები სასტუმროებში.

 

onalem

ტესტ