fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ჰაკერების თავდასხმა ვებ-გვერდზე, სადაც მოვალეთა სახლები აუქციონზე იყიდება

ბერძნული ანონიმური დაჯგუფების ჰაკერები ხალხის დასახმარებლად გაერთიანდნენ. ისინი სახელმწიფო ვებ-გვერდს დაესხნენ თავს, სადაც ბერძენ მოვალეთა სახლები აუქციონზე გასაყიდად არის გამოტანილი. ”თქვენ ვერ შეეხებით ვერცერთ სახლს,” წერენ ისინი Facebook გვერდზე. ”მთავრობავ, მოემზადე!” ისინი ასევე აცხადებენ, რომ ხალხს მთავრობის არ უნდა ეშინოდეს.

სახელმწიფო ვებ-გვერდი 10 საათზე მეტია, რაც არ მუშაობს. ჰაკერთა ანონიმური ჯგუფი პირობას დებს, რომ ისინი არ მისცემენ უფლებას ”უცხოელ სვავებს”, ბერძენი ხალხის ქონებას დაეპატრონონ. არასაბანკო სესხები ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. მათი ღირებულება 102.9 მილიარდ ევროს უდრის და ეს საბერძნეთის ბანკების მიერ გაცემული სესხების 44,9%-ია. მთავრობა მოვალეთა სახლების აუქციონზე გაყიდვას გეგმავს.

onalem

ტესტ