fbpx
კრიმინალი

35 წლის ქალს იოანა პაპასპირუს მანქანაზე მოწყობილობა ჰქონდა დაყენებული, რომ მისი ყველა ნაბიჯი სცოდნოდა

პოლიცია გამოძიების პროცესში კიდევ უფრო მეტ დეტალს პოულობს, რაც 35 წლის ქალის ქმედებებს ხდის ფარდას და დანაშაული ბევრად შემზარავად გამოიყურება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული (მისი სახელია ეფი) იოანათი იმდენად იყო შეპყრობილი, რომ მაქსიმალურად ცდილობდა მას გარეგნულად დამსგავსებოდა.

ოფიცრები ყველაზე მეტად გააოგნა ფაქტმა, რომ ეფის იოანას მანქანაზე დაყენებული ჰქონდა ჯიპიესი (GPS), რომლის საშუალებითაც მის გადაადგილებას აკვირდებოდა. ტელეფონში კი იპოვეს ფოტოები მისი სახლისა და სამსახურის ტერიტორიიდან, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეფი პოტენციურ მსხვერპლს კვალდაკვალ დაჰყვებოდა.

არსებული ცნობით, დაკავებული იოანა პაპასპირუს 2019 წლის ივნისის შემდეგ უთვალთვალებდა.

გარდა ამ ყველაფრისა, იოანას მეზობლების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალს ის მჟავით ჯერ კიდევ იანვრის თვიდან დასდევდა, თუმცა, შესაფერისი მომენტი ვერ იპოვა და ვინაიდან შენიშნეს კიდეც, დანაშაულის ჩადენა შემდეგ სამსახურთან გადაწყვიტა.

კერძოდ, რას ამბობს დაზარალებულის მეზობელი:

“2020 წლის 22 იანვარს ჩემი შვილი უცხო ენების ცენტრიდან დაბრუნდა, დაახლოებით 22:00 საათზე და შეშინებულმა მითხრა, რომ შენობის მოპირდაპირე მხარეს ადამიანი საეჭვოდ იქცეოდა, თითქოს იმალებოდა, შავი ტანსაცმელი ეცვა და სახე შარფით ჰქონდა შენიღბული. ასევე მითხრა, რომ ზუსტად იგივე ადამიანი იქ 19:45 საათზეც დაინახა, როდესაც გაკვეთილზე მიდიოდა. მე მაშინვე აივანზე გავედი და როცა დავინახე, მაშინვე ვკითხე, ეძებდა თუ არა რამეს. ჩემი ხმის გაგონებისთანავე იქაურობა სწრაფად დატოვა.

შემდეგ, უკვე 24 იანვარს, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ისევ დაინახა ეს ადამიანი, მაგრამ როცა მე აივანზე გავედი, უკვე წასული იყო.

სამი დღის შემდეგ, 27 იანვარს, ჩემმა მეუღლემ დამირეკა, როცა მე გარეთ ვიყავი და მითხრა, რომ კორპუსის წინ, ამავე გზაზე მიდიოდა იგივე ადამიანი და სხეულის აღნაგობის მიხედვით ფაქტი იყო, რომ ის იყო ქალი. ასევე, ხელში რაღაც ეჭირა, რაც სამედიცინო შრატს ჰგავდა.

გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და თებერვლის პირველ რიცხვებში, დაახლოებით 21:00 საათზე სახლში ვბრუნდებოდი, კორპუსთან ჩემი მეუღლე და მეზობელი შემხვდნენ და ძალიან აღელვებულები იყვნენ. მითხრეს, რომ იგივე ქალი ისევ დაინახეს, თუმცა უკვე წასული იყო. 45 წუთის შემდეგ მე გავედი აივანზე და ისევ დავინახე შავებში ჩაცმული ქალი. დავუძახე: “შეიძლება რაღაც გკითხოთ?!”, მაგრამ პასუხი არ გამცა და ფეხს აუჩქარა, ისევ დავუძახე, რას აკეთებდა ჩემი სახლის ქვემოთ ყოველდღე. მიპასუხა, რომ ანგარიშს მე არ ჩამაბარებდა. შემდეგ უკვე ყვირილი დავუწყე, რომ აღარ გაებედა კორპუსთან მიახლოვება და მომაძახა, რომ სადაც უნდა იქ გაივლიდა, რადგან ეს საჯარო სივრცე იყო. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ის ვნახეთ. შემდეგ უკვე კორონავირუსის პანდემიის გამო გარეთ აღარავინ გადაადგილდებოდა.”

onalem

ტესტ