fbpx
კრიმინალი

თესალონიკში გატაცებული 10 წლის ბავშვის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს

მას შემდეგ, რაც თესალონიკში გაუჩინარებული 10 წლის გოგონა, მარკელა იპოვეს, პოლიცია ცდილობს დაადგინოს, თუ ვინ არის ქალი, რომელმაც ბავშვი,გაურკვეველი მიზეზით, მოტყუებით წაიყვანა და შემდეგ ისევ თავადვე გაუშვა. გოგონა პოვნის დღესვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ვინაიდან ამბობდა, რომ გარკვეული ტკივილი აწუხებდა.

ექსპერტიზის შედეგად მის ორგანიზმში ორი სახის ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. ტოქსიკოლოგიურმა ტესტმა აჩვენა, რომ ბავშვს მიღებული ჰქონდა ორი სახის ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც ნარკოტიკთა ჯგუფს მიეკუთვნება. სამწუხაროდ, ნარკოტიკების მიღების ზუსტი დრო ვერ დგინდება, თუმცა, დასტურდება, რომ ეს მოხდა უახლოეს წარსულში.

არსებული ვარაუდით, ქალი, რომელმაც მარკელა სკოლის შემდეგ გაიტაცა, მისი ოჯახის ახლობელია. იკვლევენ იმასაც, თუ როგორია ოჯახური პირობები, ვინაიდან ის დედასთან, ძმასთან და მამობილთან ერთად ცხოვრობს.

მათი ადვოკატი აცხადებს, რომ ახლა მთავარ მიზანს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

 

onalem

ტესტ