დღეს: სად ვუყუროთ ქართული ჯგუფის გამოსვლას ევროვიზიის კონკურსზე?!

2018 წლის ევროვიზიის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი “ირიაო” მეორე ნახევარფინალურ საღამოზე დღეს იმღერებს.

საბერძნეთში კონცერტის ნახვა 22:00 საათზე, ტელეკომპანია ERT1-ზე შეგიძლიათ.

ევროვიზიის” წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია. შესაბამისად, „ირიაოსთვის” ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ავსტრალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ლატვია, შვედეთი, მონტენეგრო, სლოვენია, ნორვეგია, რუმინეთი, სერბეთი, სან–მარინო, დანია, რუსეთი, მოლდოვა და უკრაინა. თუ ამ ქვეყნებში იმყოფებით, უნდა გადართოთ ამ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე და საქართველოსთვის ხმის მისაცემად ეკრანზე მითითებულ ნომერზე დარეკოთ ან გაგზავნოთ “ირიაოს” გამოსვლის ნომერი – 10.

საქართველოდან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემას კი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე “ევროვიზია 2018“-ის პირდაპირი ტრანსლირებისას ეკრანზე მითითებული შესაბამისი ნომრების საშუალებით შეძლებს.

10 მაისს, მეორე ნახევარფინალში ვიხილავთ – ავსტრალიას, დანიას, ნორვეგიას, მოლდოვას, რუმინეთს, რუსეთს, სან-მარინოს, სერბეთ, ჰოლანდიას, უნგრეთს, საქართველოს, მალტას, მონტენეგროს, ლატვიას, პოლონეთს, სლოვენიას, შვედეთსა და უკრაინას.

ევროვიზია 2018-ის რიგით 63-ე კონკურსი პავილიაუ ატლატიკუს არენაზე გაიმართება. ფინალი 12 მაისს შედგება.

ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია.

melano

ტესტ