fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიციის გაფრთხილება: ნუ დატოვებთ ბავშვს მანქანაში საშუალო ტემპერატურის პირობებშიც კი

ყოველ წელს, როდესაც ქვეყანაში ტემპერატურა იწევს, საბერძნეთის პოლიცია გაფრთხილებას ავრცელებს, რომელსაც მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდონ. ბოლო დღეების მანძილზე საბერძნეთში არც თუ ისე კარგი ამინდია, თუმცა, ნახევარი ზაფხული ჯერ კიდევ წინ არის და ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ.

საუბარია ტემპერატურაზე, რომელიც გაცილებით მაღალია მანქანაში, ვიდრე გარეთ. პოლიცია კატეგორიულად აცხადებს, რომ ბავშვები მცირე ხნითაც კი არ უნდა დატოვონ მშობლებმა ავტომობილში, რადგან ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც საყიდლებზე ცოტა ხნით გადასული დედები ბავშვებს ტოვებენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ ძლიერი გვალვის პირობებში მანქანაში დატოვებული ძაღლი გარდაიცვალა.

უნდა იცოდეთ, რომ:

  1. როცა გარეთ 21 გრადუსია, მანქანის დაკეტვიდან 10 წუთში შიგნით ტემპერატურა 32 გრადუსამდე იწევს, 30 წუთის შემდეგ კი 40 გრადუსამდე.
  2. როცა გარეთ 24 გრადუსია, მანქანის დაკეტვიდან 10 წუთში შიგნით ტემპერატურა 34 გრადუსი ხდება, ხოლო 30 წუთში 43 გრადუსი.

onalem

ტესტ