fbpx
კრიმინალი

ათენი: დაკავებულია ნარკოტიკებით მოვაჭრეთა დაჯგუფება

გამოვლინდა ნარკოტიკების ტრეფიკინგით დაკავებული დიდი დაჯგუფება, რომელიც ათენში “მუშაობდა”.

ბერძენი და უცხოელი ნარკომოვაჭრეების მრავალრიცხოვანი დაჯგუფება, რომელიც ათენსა და სხვადასხვა რეგიონებში მუშაობდა, საიდუმლო სამსახურმა და სანაპირო დაცვამ, ნარკოტიკების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, აიყვანა.

ესენი არიან: 42, 40, 34, 37 და 37 წლის უცხოელები და ასევე ორი ბერძენი, რომლებიც ათენის ცენტრსა და გარეუბნებში ჩატარებული ოპერაციების დროს დააკავეს.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, დაჯგუფებას 42 წლის კაცი ხელმძღვანელობდა, ის ასევე, პოულობდა ადგილებს ნარკოტიკების შესანახად, მათ შორის 40 წლის ბერძენის კაფეშიც მალავდა.

დანარჩენი წევრები ამ ჯგუფის მეთაურისგან ყიდულობდნენ ნარკოტიკს, შემდეგ კი ასაღებდნენ.

onalem

ტესტ