fbpx
კრიმინალი

აკროპოლი: ერთი ტელეფონის გამო დაკარგული სიცოცხლე

საბერძნეთის პოლიციის გამოძიება ფილოპაპუს ბორცვზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გრძელდება. ცნობილია, რომ 25 წლის ბიჭს და მის მეგობარ გოგონას სამი ქურდი დაესხა თავს, ძალადობრივი ქმედებების პროცესში კი ახალგაზრდა ბიჭმა თავი ვერ შეიმაგრა და ფილოპაპუს კლდიდან გადავარდა. ეს არის ადგილი, რომელიც ყველა ადამიანისთვის ძალიან ცნობილია, აკროპოლის სამხრეთ-დასავლეთით, სადანაც უამრავი ადგილობრივი თუ ტურისტი გადაჰყურებს ყოველდღიურად ათენს.

პოლიცია არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ბიჭს ხელი თავად დამნაშავეებმა ჰკრეს.

არსებობს ერთადერთი მტკიცებულება, მობილური ტელეფონი, რომელიც მათ გოგონასაც მოპარეს და 25 წლის ნიკოსაც.

ცხადია, ქურდები სწრაფად გაუჩინარდნენ და ახლა პოლიცია ორივე მობილურის ძებნას აგრძელებს, რათა მათი ადგილსამყოფელი ამ გზით დაადგინონ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ტელეფონები არ ჩაურთავთ, ეს კი საქმის გახსნას ართულებს.

სამართალდამცავები ფოკუსირებულნი არიან ბანდიტთა ჯგუფზე, რომლის წევრებიც, სავარაუდოდ, პაკისტანელები არიან და ათენში მოქმედებენ.

onalem

ტესტ