2007 წელს გაუჩინარებულ პატარა მადალინს ფთიოტიდაში ეძებენ -საქმე საბერძნეთამდე მოვიდა

როგორც ჩანს, 2007 წელს გაუჩინარებული პატარა გოგონას საქმის საიდუმლო საბერძნეთში ამოიხსნება.

3 წლის მადალინი 2007 წლის მაისში გაუჩინარდა და მისმა ამბავმა მსოფლიო შეძრა. საქმე რამდენჯერმე განიხილეს და საბოლოოდ, გაჩენილ კითხვებზე პასუხებს საბერძნეთისგან ელიან.

საბერძნეთში დაკავებულია 46 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელიც გოგონას გაუჩინარების უშუალო მოწმედ და თანამონაწილედ ითვლება და მისი ჩვენებები სანდოა.

ბრიტანეთის პოლიცია ათენში ჩამოვიდა და მამაკაცს გაესაუბრა, შედეგად გოგონას შემთხვევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მონაცემები შეკრიბა. აღსანიშნავია, რომ 46 წლის მამაკაცი მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში მონაწილეობდა.

მადალინი 2007 წლის 3 მაისს, 3 წლის ასაკში, პორტუგალიის ერთ-ერთი პატარა ქალაქიდან გაუჩინარდა. ის თავის ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. (ისინი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან) ის და მისი ორი წლის ტყუპი (და/ძმა) 20:30 საათზე დასაძინებლად პირველ სართულზე დააწვინეს. ამ დროს მისი მშობლები და მათი მეგობრები 120 მეტრში მდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ. დაახლოებით 22:00 საათისთვის ბავშვების დედამ აღმოაჩინა, რომ მადალინი ოთახში აღარ იყო.

პორტუგალიის პოლიციამ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე, თავდაპირველად ჩათვალა, რომ გოგონა სახლში მომხდარი ინციდენტისას გარდაიცვალა და ოჯახი ამ ფაქტის დამალვას ცდილობდა. 2007 წელს მშობლები ეჭვმიტანილებად გამოაცხადეს, თუმცა, 2008 წლის ივლისში ინფორმაციის ნაკლებობისა და მტკიცებულებების არარსებობის გამო, პროკურატურამ საქმე დახურა.

უკანასკნელი მონაცემებით, 2017 წლის 18 ივლისს საერთაშორისო პოლიციამ, ბრიტანეთისა და საბერძნეთის პოლიციასთან თანამშრომლობით, შეადგინა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ მათ მიმართეს 46 წლის მამაკაცს ათენში, რომელიც მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაშია ბრალდებული, დაეხმაროს გამოძიებას.

მამაკაცის ჩვენების დეტალები და ის, თუ რა კონკრეტული კავშირი აქვს მას გოგონას გაუჩინარებასთან, ჯერჯერობით არ ხმაურდება. თუმცა, აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გოგონა ამჟამად საბერძნეთში, კერძოდ ფთიოტიდაშია და ის სწორედ ამ ტერიტორიაზე იძებნება. პოლიცია ცდილობს გამოარკვიოს, თუ რა გზით მოხვდა ის პორტუგალიიდან საბერძნეთში.


სახლი, რომელშიც ოჯახი პორტუგალიაში არდადეგებზე ცხოვრობდა


ოთახი, საიდანაც გოგონა გაუჩინარდა


როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მადალინი 9 წლის ასაკში


მადალინის მშობლები