fbpx
საბერძნეთი

ხელფასი 2,500 ევრო, უფასო ბილეთი და ბინა პირველი 15 დღე – სასუვლაკე ირლანდიაში ბერძენ თანამშრომლებს ეძებს

ირლანდიაში სასუვლაკეში მუშაობის მსურველებს “ოცნების” სამსახური ელოდებათ. შეიძლება სამსახურის შინაარსი არც თუ ისე შემოქმედებითია, თუმცა, გთავაზობთ უფასო მგზავრობას, უფასო ბინას პირველი 15 დღის მანძილზე და ხელფასს თვეში 2,500 ევროს ოდენობით.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, საუბარია ირლანდიაში, დუბლინში მდებარე სასუვლაკეზე, რომელიც ბერძენ თანამშრომლებს ეძებს, დასასაქმებლად. ვინც იქ მუშაობის სურვილს გამოთქვამს, შეუძენენ თვითმფრინავის ბილეთს და დააბინავებენ პირველი 15 დღის მანძილზე, სანამ თავად შეძლებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას. მათი მიზანია ისეთი ადამიანის აყვანა, ვინც კარგად იცნობს ამ პროდუქტს – ანუ მოთხოვნა მხოლოდ ეს არის.

როგორც ირკვევა, ირლანდიაში ყველაზე დაბალი ხელფასი 1,600 ევროს შეადგენს, 2,500 ევრო კი, საკმაოდ კარგად ჟღერს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დუბლინში ოროთახიანი ბინის ქირაობა საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 750-850 ევრო.

ამ სასუვლაკეში მომუშავე ბერძნები ძალიან კმაყოფილები არიან თავიანთი საქმიანობით და ამის შესახებ ტელეკომპანია Alpha-ზე საუბრობენ. იმასაც აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში არსებული მდგომარეობა უკიდურესად განსხვავდება მათი ახლანდელი რეალობისგან.

onalem

ტესტ