fbpx
ეკონომიკა

უძრავი ქონების საფონდო ბაზარი მსოფლიოში ვარდნას იწყებს, საბერძნეთში კი, ჯერ კიდევ “უძლებს”

ბოლო დღეებში აქტიური განხილვის საგანია მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით უძრავი ქონების საფონდო ბაზარი, რომელსაც სერიოზული ბზარები გაუჩნდა. მთავარი კითხვაა, შეუძლია, ამ ინდუსტრიის უეცარმა რყევამ მთელი პლანეტა ჩააგდოს კრიზისში, როგორც ეს მოხდა 2008 წელს?!

ანალიტიკოსების თქმით, პირველი ბზარები უკვე ჩნდება კომერციული ქონების ბაზრის კედლებში, თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით პირდაპირ გავლენას არ ახდენს საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.

საბერძნეთში დღესდღეობით სრულიად სხვაგვარი მდგომარეობაა – უძრავი ქონების ბაზარზე ჯერ კიდევ დიდი ეიფორიაა შენარჩუნებული, რასაც მთელი რიგი ფაქტორები განაპირობებენ, მაგალითად: მრავალი კომპანიის მზადყოფნა, რომ გადალახონ საფონდო ბირჟის ბარიერი და მეორეს მხრივ, უძრავი ქონების შეძენისადმი ლტოლვის მუდმივად არსებობა, ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადი და ოქროს ვიზა. ამას გარდა, საბერძნეთი არის მიზიდულობის პოლუსი, როგორც ევროპელი ინვესტორების, ასევე ბოლო დროს აზიელებისთვისაც, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.

აღსანიშნავია საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომაც, დაეხმაროს ახალაგზრდა წყვილებს ბინების შეძენაში, რაც საკმაოდ მომგებიანია, როგორც მყიდველების, ასევე გამყიდველებისთვისაც. რაც შეეხება ოქროს ვიზას, როგორც უკვე ცნობილია, გაზრდილია თანხის ლიმიტიც, უბნების მიხედვით, ზოგან შენარჩუნებულია 250.000 ევრო, ზოგან კი, ინვესტიციის ღირებულება, რომელიც ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეიძლება განხორციელდეს, ნახევარ მილიონ ევრომდე გაიზარდა.

onalem

ტესტ