fbpx
საბერძნეთი

ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება – იქმნება 15 ახალი სადგური, ხაზი მოემსახურება 350.000 ათენელს

კირიაკოს მიცოტაკი კატეხაკზე იმყოფებოდა, სადაც მეტროს მე-4 ხაზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მეტროს ეს ხაზი მთლიანად 2029 წლისთვის დასრულდება და სრულიად შეცვლის ათენელების ყოველდღიურობას.

ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რაც კი ბოლო წლებში საბერძნეთში განხორციელებულა საზოგადოებრივი ინტერესებისთვის და 350.000-ს ადამიანს მოემსახურება. მეტროს მე-4 ხაზი მოაგვარებს უამრავი ადამიანის პრობლემას, რომელიც ისეთ უბნებში ცხოვრობს, სადაც მეტროსადგური არ არსებობს და მხოლოდ ავტობუსებით გადაადგილება საკმაოდ რთულია.

აღნიშნულ ხაზზე იქნება 15 მეტროსადგური, აღჭურვილი იქნება 12,8 კილომეტრიანი ორმაგი რკინიგზა. ფაქტობრივად, მეტროს საშუალებით ვეიკუს პარკიდან სასამართლოებამდე მისვლა მხოლოდ 5 წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო უნივერსიტეტის კამპუსამდე 14 წუთში. ყველა ამ მარშრუტს განახორციელებს 20 უახლესი თანამედროვე მატარებელი.

onalem

ტესტ