fbpx
სპორტი

ვიქტორ სანიკიძე ბერძნული „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელმაც კარიერა ნაადრევად, ტრავმის გამო დაასრულა, ბერძნული საკალათბურთო კლუბის – „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

სანიკიძე ათენის „არისში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო, რაც მისი კარიერის დასრულების მიზეზი გახდა.

სანიკიძეს ევროპის არაერთ კლუბში უთამაშია. წლების განმავლობაში ის ფრანგულ “დიჟონში”, ესპანურ “სარაგოსასა” და “ესტუდიანტესში”, იტალიურ “ვირტუსსა” და “სიენაში”, ასევე რუსულ “უნიკსსა” და თურქულ “ანკარაში” თამაშობდა. კალათბურთელმა კარიერა ორი წლის წინ, 30 წლის ასაკში ქრონიკული ტრავმის გამო დაასრულა.

onalem

ტესტ