fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში მიწისძვრები გახშირდა – ორმაგი მიწისძვრა იონიის ზღვაში რამდენიმე წუთის ინტერვალით

ათენის სეისმოლოგიური ინსტიტუტის ინფორმაციით, საბერძნეთში ბოლო დროს ერთბაშად, მცირე სიძლიერის, თუმცა, საკმაოდ ბევრი მიწისძვრა ფიქსირდება. იონიის ზღვაში მდებარე კუნძულების მოსახლეობა აღნიშნულით ძალიან შეწუხებულია.

პირველი მიწისძვრა (4.3 ბალი) კუნძულ კეფალონიაზე დღეს შუაღამით, 03:11 საათზე მოხდა, სიღრმე 2 კილომეტრი იყო.

ასევე მიწისძვრა დაფიქსირდა კუნძულ ზაკინთოსთან ახლოს (4.0 ბალი), რომლის სიღრმეც 5 კილომეტრი იყო.

რამდენიმე წუთში გეოდინამიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იონიის ზღვაში დაფიქსირდა კიდევ ერთი, 4.5 ბალიანი მიწისძვრა 03:25 წუთზე, ანუ ზუსტად 14 წუთის შემდეგ პირველი ბიძგიდან. აღნიშნული მიწისძვრა ქალაქ პრევეზას დასავლეთით, 18 კილომეტრში მოხდა.

onalem

ტესტ