fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ არტემის სორასი ალიმოს ტერიტორიაზე დააკავა!

რამდენიმე საათის წინ საბერძნეთის პოლიციამ არტემის სორასი ალიმოს ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ბინაში დააკავა. მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

კერძოდ, “Ελλήνων Συνέλευση”-ის ლიდერის იდენტიფიცირება რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ მოხერხდა. სორასი ალიმოსზე, ბინაში სხვა მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ის პოლიციას კარს არ უღებდა, რის გამოც ოფიცრები სახლში შეიჭრნენ. სორასი მათ მშვიდად შეხვდა და უთხრა: “იმის ნაცვლად, რომ ავაზაკები დაიჭიროთ, მე დამსდევთ.”

გავრცელებული ინფორმაციით, სორასმა გარეგნობა შეიცვალა, რის გამოც, მისი ცნობა არც თუ ისე იოლი იყო. მის კვალზე მისი შვილის საშუალებით გავიდნენ. მის ვაჟს პოლიციელი აედევნა, რის შედეგადაც, აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდნენ.

არტემის სორასს ბრალს ხვალ წაუყენებენ.

მისი ბრალდებები ასე გამოიყურება:

– დეზინფორმაციების გავრცელება.

– დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბება და მართვა

– სახელმწიფოს ქონების ფლანგვა და ა.შ.

onalem

ტესტ