fbpx
კრიმინალი

პატრასი: პოლიციამ სამმაგი დანაშაულისთვის 73 წლის მამაკაცი დააკავა

პოლიციის განცხადებით, შემთხვევა უპრეცენდენტოა, რადგან, გარდა იმისა, რომ 73 წლის მამაკაცი ქალებთან და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა, ის ამ ყველაფერს კამერით იღებდა. ამოღებულია მის მფლობელობაში არსებული 99 ციფრული ვიდეო დისკი.

კერძოდ, გამოძიების შედეგად ინტერნეტში იპოვეს ვიდეოები, რომელთა ნახვის საშუალებაც მომხმარებელს მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ ჰქონდა. გოგონებს შორის, რომლებთანაც მამაკაცს ინტიმური კავშირი ჰქონდა, ერთ-ერთი 17 წლისაა, თუმცა, არის შედარებით მცირეწლოვანიც.

ამოღებულია 99 დისკი და სამი კამერა, რომლითაც ის ამ ყველაფერს იღებდა. ასევე, სხვადასხვა ნივთები, რომელთაც სექსუალური კავშირისას იყენებდა და 139 ნარკოტიკული აბი.

73 წლის მამაკაცი პროკურატურაში გადაიყვანეს. მას ნარკოტიკების შენახვის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების და პირად მონაცემთა დაცვის კანონის დარღვევისთვის გაასამართლებენ.

მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, ჰყავს თუ არა მას კიდე სხვა მსხვერპლიც.

onalem

ტესტ