fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ბავშვის ნათლობის დღეს ოჯახს 500 კგიანი სეიფი მოპარეს

დაუჯერებელია, მაგრამ მძარცველებმა სახლიდან 500 კილოგრამი სიმძიმის სეიფის გატანა შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ირაკლიოში მოხდა. ბერძნების ოჯახმა ბავშვი მონათლა, სახლში დაბრუნებულებმა კი ნახეს, რომ სამსართულიანი სახლის კედელი მთელ სიმღლეზე იყო დაზიანებული.

როგორც ირკვევა, მათ იცოდნენ, რომ სახლში სეიფი ინახებოდა და ისიც იცოდნენ, თუ სად.

პოლიცია იუწყება, რომ მძარცველების ქმედებები კამერებზეა დაფიქსირებული, ამიტომ იმედოვნებენ, რომ მათ კვალს მალე მიაგნებენ.

500 კგ სეიფი მათ სახლიდან ბაღის გავლით გაიტანეს და შემდეგ მანქანით წაიღეს.

 

onalem

ტესტ