fbpx
კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში: 20 წლის ალბანელმა თავისი ბერძენი უფროსი 200 ევროს გამო მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, სასტიკი მკვლელობა სანტორინზე, გარდაცვლილის სასტუმროში მოხდა. ირკვევა, რომ ბრალდებულია 20 წლის ალბანელი მამაკაცი, რომელმაც დანაშაული უკვე აღიარა და აცხადებს, რომ საკუთარი უფროსი თანხის გამო მოკლა, რომელიც გასული წლის შემდეგ მართებდა.

კერძოდ, ახალაგზრდა ალბანელი 69 წლის ნიკოს ხალარის ვილაში იყო დასაქმებული და აცხადებს, რომ ბერძნენს მისი ვალი ჰქონდა, 200 ევრო, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე არ უხდიდა. მისივე თქმით, სასტუმროში ფულის მოსათხოვნად მივიდა და შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ალბანელმა თავისი უფროსი სასტიკად მოკლა, შემდეგ კი არაყი დაასხა, ქაღალდები დააყარა და ცეცხლი წაუკიდა, რათა კვალი დაეფარა. თავდაპირველად პოლიციისთვის შეუძლებელი იყო, ამოეცნოთ, თუ რა გახდა 69 წლის ბერძენის სიკვდილის მიზეზი, რადგან ცხედარი იმ დონემდე იყო დამწვარი, რომ არ ჩანდა გარეგანი დაზიანება.

გამოძიების მიმდინარეობისას პოლიციამ გამოიკვლია, თუ ვისთან ჰქონდა ბოლოს დაპირისპირება ბერძენს და ვინაიდან, თავად სასტუმროში კამერები არ არის, გარეთ მდებარე კამერების ჩანაწერებს დაეყრდნო, საბოლოოდ კი ალბანელის კვალზე გავიდნენ.  ახლოს მდებარე კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ტოვებდა ახალგაზრდა სასტუმროს რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე ხანძარი გაჩნდებოდა.

ალბანელ მამაკაცს განზრახ სასტიკი მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

 

onalem

ტესტ