fbpx
საზოგადოება

რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე მყოფმა ქალმა ნაადრევად იმშობიარა – რა ბედი ეწიათ დედა-შვილს?!

საავადმყოფოში, Attikon, უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებულმა ქალმა, რომელიც რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი, ნაადრევად იმშობიარა. დედა-შვილი 20 დღის მანძილზე იყო მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ახლა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, თავს ორივე კარგად გრძნობს.

ირკვევა, რომ ქალს ჰქონდა გესტაციური დიაბეტი და ორსულობის 28-ე კვირაში დაეწყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 13 მარტს, როდესაც უკვე 29-ე კვირაში იყო, მდგომარეობა გაუუარესდა და საჭიროდ მიიჩნიეს, რომ რეანიმაციაში გადაეყვანათ.

ქალს რამდენიმე დღეში მშობიარობის ნიშნები დაეტყო და საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, დაიბადა ახალშობილი, რომელიც 1.300 გრამს იწონიდა.

როგორც საავადმყოფოს პერსონალი აცხადებს, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებულია მხოლოდ ამერიკაში, მისურის შტატში.

ქალი რეანიმაციიდან 1 აპრილს გამოვიდა და სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჩვილი კი, კვლავ იქ რჩება, თუმცა, ის კოვიდ-19-ით არ არის ინფიცირებული. მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ კარგია და მხოლოდ დრო დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.

ახალბედა დედამ ითხოვა, რომ ენახა ის ექიმები, რომლებმაც მისი და მისი შვილის სიცოცხლე იხსნეს, რომ მათთვის მადლობა გადაეხადა.

onalem

ტესტ