fbpx
საბერძნეთი

დღეიდან: სწრაფი ტესტები საბერძნეთის აფთიაქებში – რას ვაკეთებთ თუკი პასუხი დადებითი იქნება?!

დღეიდან საბერძნეთის სუპერმარკეტებში სწრაფი ტესტები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. სწორედ ისინი წარმოადგენენ პრიორიტეტულ ჯგუფებს, ვინაიდან მთავრობას, სურს, რომ უახლოეს მომავალში სკოლებმა ფუნქციონირება აღადგინონ.

სწრაფი ტესტი, რომლის გაკეთებაც უმარტივესია სახლის პირობებში, წარმოადგენს ერთ-ერთ დამატებით ძლიერ იარაღს, პანდემიასთან საბრძოლველად, ვინაიდან გამოვლინდება კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები და რაც მთავარია, უსიმპტომო პაციენტებს ეცოდინებათ, რომ არიან ვირუსის მატარებლები. ეს არის ყველაზე სახიფათო შემთხვევა, რადგან ადამიანს, რომელმაც არ იცის, რომ ვირუსი აქვს, არ ფრთხილობს და ავრცელებს მას მოწყვლად ჯგუფებში.

შემდეგ ეტაპებზე აღნიშნული ტესტები ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოების სხვა ნაწილისთვისაც

აქტუალურია კითხვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, თუ აღმოჩნდება, რომ ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს?!

თუ თქვენი სწრაფი ტესტის პასუხი დადებითია, ამის შესახებ უნდა განაცხადოთ პლატფორმაზე  self-testing.gov.gr  აღნიშნული პლატფორმა მუშაობს დღეიდან.

განაცხადის გაკეთების შედეგად მიიღებთ ინფორმაციას, თუ სად უნდა მიბრძანდეთ განმეორებითი შემოწმებისთვის, ანუ განმეორებითი ტესტირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ტესტის ასაღებად საჭიროა წარადგინოთ AMKA-ს ნომერი.

 

onalem

ტესტ