fbpx
საზოგადოება

ძლიერი წვიმა და სეტყვა დღეს ატიკაში – ნახეთ საგანგებო პროგნოზი

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ათენში ჯერჯერობით მზიანი ამინდი ფიქსირდება, როგორც ჩანს, სინოპტიკოსები მომდევნო საათებში ცვლილებებს პროგნოზირებენ.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს ატიკაში ცვალებადი, არასტაბილური ამინდი იქნება, მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა, ფენომენი მოგვიანებით გავრცელდება სხვა რეგიონებზეც.

კერძოდ, იწვიმებს ატიკაში, იონიისა და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, ასევე კრეტაზე და შემდეგ უკვე აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე.

მოსახლეობა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს სეტყვის დროს, თუმცა, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ყინულების ზომა არ იქნება განსაკუთრებით დიდი.

onalem

ტესტ