fbpx
საზოგადოება

პაფოსი: ექიმებმა ექთანი ქალის გამო პაციენტების თვალწინ ერთმანეთი სასტიკად სცემეს

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კვიპროსზე, კერძოდ პაფოსის საავადმყოფოში მოხდა. ორი ექიმი იმდენად გაბრაზდა, რომ პაციენტების თვალწინ ერთმანეთის ცემასაც არ მოერიდა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, მათ ერთი და იგივე ქალი მოსწონთ, რომელიც ამავე საავადმყოფოში ექთნად მუშაობს. როგორც ჩანს, ერთ-ერთ ექიმს ურთიერთობა აქვს ექთან ქალთან, რის შესახებაც მეორე ექიმმა გაიგო და მათ შორის შუა საავადმყოფოში ნამდვილი რინგი გაიმართა.

ექიმების გაშველება სხვა თანამშრომლებმა სცადეს, თუმცა, თავდაპირველად ეს შეუძლებელი ჩანდა. მოგვიანებით, როცა საქმეში პოლიციის ჩარევა გადაწყვიტეს, ისინი დამშვიდდნენ, რადგან არ სურდათ მიზეზის შესახებ საზოგადოებას გაეგო, თუმცა, საბოლოოდ მათი ჩხუბის მიზეზი გამოაშკარავდა.

 

onalem

ტესტ