fbpx
კრიმინალი

ოჯახმა შვილის მიერ ჩადენილი 8 ძარცვის მსხვერპლ ხალხს ზარალი აუნაზღაურა

34 წლის ბერძენი სხვადასხვა მაღაზიებში შედიოდა, თავს კლიენტად ასაღებდა და შემდეგ თანამშრომლებს დანის მუქარით ართმევდა თანხას და ძვირფას ნივთებს. მამაკაცს თესალონიკის მასშტაბით 8 ძარცვაში ედება ბრალი.

პოლიციამ ის 17 იანვარს დააკავა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირია. ის იპარავდა სწორედ იმიტომ, რომ ნარკოტიკი შეეძინა.

შემთხვევის ყველაზე ტრაგიკული ნაწილი მისი მშობლების ფაქტორია, რადგან თითოეული ძარცვის მსხვერპლმა ზარალის კომპენსაციისთვის მათ მიმართა.

დედ-მამას მოუწია ყველა მათგანისთვის მათი შვილის მიერ წართმეული თანხა დაებრუნებინა. თანხები 200-დან 500 ევრომდე მერყეობს, ერთ შემთხვევაში კი მან 2.000 ევრო მოიპარა.

ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია და დაგეგმილია ექსპერტიზა მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ზუსტი გარემოებების დასადგენად.

ოჯახი ამბობს, რომ ის თითოეულ დანაშაულს ნანობს.

onalem

ტესტ