fbpx
პოზიტივისაზოგადოება

საბერძნეთი: სახლს ალაგებდა და აღმოაჩინა, რომ 2 მილიონი ევრო მოიგო

მამაკაცმა ΟΠΑΠ-ში ბილეთი ახალი წლის პერიოდში შეიძინა, მაგრამ უჯრაში ჩადო და მისი არსებობა სრულიად დაავიწყდა. შემდეგ, ისე დაემთხვა, რომ საზღვარგარეთ წავიდა და თავად გათამაშების შედეგებიც არ იცოდა. თითქმის 1.5 თვის შემდეგ ოჯახმა გაიგო, რომ 2 მილიონი ევროს მფლობელია.

მამაკაცს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას ინახავდა უჯრაში, სანამ მისმა ცოლმა რამდენიმე დღის უკან სახლის დალაგება არ დაიწყო და უჯრაში ძველი ბილეთი იპოვა.

ქალმა მაშინვე დაურეკა ქმარს და შედეგების შემოწმება სთხოვა, ის კი პირდაპირ ΟΠΑΠ-ში წავიდა და ყველაფერი გაარკვია.

ადგილზე უთხრეს, რომ ის იყო ერთადერთი იღბლიანი, რომელმაც საახალწლო გათამაშების გრანდიოზული პრიზი, 2 მილიონი ევრო მოიგო.

 

 

onalem

ტესტ