ნიღბიანი პირები ზოგრაფუზე მდებარე ბანკს დაესხნენ თავს
თავდასხმა დაახლოებით ღამის 03:15 საათზე განხორციელდა. ზოგრაფუზე, კერძოდ კი, გრიგორი ავქსენტიუს ქუჩაზდე მდებარე ბანკს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და სერიოზული მატერიალური ზარალი გამოიწვიეს.
კერძოდ, მათ ჩაამსხვრიეს შუშები და დააზიანეს ბანკომატი. გარდა ამისა, მათ ბანკის შენობის კედლებზე ზაკ კოსტოპულოს სახელი დააწერეს.
თავდამსხმელთა ქმდებები უსაფრთხოების კამერებმა აღბეჭდა, რომლებიც გამოსაკვლევად პოლიციას უკვე გადაეგზავნა.
ჯერჯერობით პოლიციის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.