fbpx
საზოგადოება

“ვიზეარით“ ბარგის გადატანის წესი იცვლება

1 ნოემბრიდან, ავიაკომპანია “ვიზეარით” ბარგის გადატანის წესის იცვლება. ამიერიდან, მგზავრები, თვითმფრინავის სალონში მხოლოდ 40 x 30 x 20 სმ ზომის ხელჩანთას აიტანენ. თანაც, მისი წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კილოგრამს. პრიორიტეტის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ზემოხსენებულთან ერთად, შესაძლებელია  55 x 40 x 23 ზომის ხელჩანთის ატანა.

“მგზავრები, რომლებსაც ფრენა 1 ნოემბერსა და მომდევნო პერიოდში აქვთ და არ სარგებლობენ პრიორიტეტის სერვისით, შეძლებენ უფასოდ წაიღონ 10 კილოგრამიანი რეგისტრირებული ბარგი. ხოლო მათ, ვისაც 20-დან 32 კილოგრამამდე ბარგი აქვს, უფასოდ დაემატებათ აღნიშნული პრიორიტეტის სერვისი“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბარგის პოლიტიკის მიმართ აღნიშნული გამჭვირვალე მიდგომა ხელს შეუწყობს უფრო კომფორტული და სწრაფი ჩასხდომის პროცესს და მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას. ამასთან, შემცირდება თვითმფრინავის გაფრენის დაგვიანების შემთხვევებიც.

“ჩვენი ახალი, გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბარგის პოლიტიკა მომხმარებლებს მავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბორტზე უფასო ხელბარგის ატანა ყველას შეუძლია. დარწმუნებულები ვართ, რომ შეთავაზებული ბარგის გადატანის 50-ზე მეტი კომბინაცია მომხმარებელთა ინდივიდუალურ  მოთხოვნებს მოერგება. მათ საშუალება ექნებათ, გადაიხადონ მხოლოდ იმ სერვისის საფასური, რომელიც სჭირდებათ. 1 ნოემბრიდან ჩვენთან ერთად მგზავრობა უფრო კომფორტული იქნება. ამასთან, ვაგრძელებთ ყველაზე დაბალი ფასების შემოთავაზებას ჩვენი ფართო ქსელის 44 ქვეყნის 143 ქალაქის მასშტაბით“. – განაცხადა “ვიზეარის” მარკეტინგის ოფიცერმა იოჰან ეიდჰაგენმა.

onalem

ტესტ