fbpx
მსოფლიო

გერმანია: 25 წლის მამაკაცი ათენიდან ჩაფრენილ Aegean-ის თვითმფრინავს მანქანით “დაედევნა”

გუშინ შუადღეს გერმანიის ქალაქ ჰანოვერის აეროპორტში Aegean Airlines-ის თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 15:30 საათზე ჩაფრინდა. მიუხედავად ამისა, მგზავრებს ბორტზე გაჩერება მოუწიათ, ხოლო აეროპორტი დროებით დაიხურა, რადგან დაახლოებით 25 წლის მამაკაცი ასაფრენ ბილიკზე მანქანით შევარდა და თვითმფრინავთან მიახლოებას ცდილობდა.

აღნიშნული შემთხვევის გამო გადაიდო რამდენიმე ფრენა.

მან შეამტვრია გასასვლელთან არსებული ბარიერები და დიდი სისწრაფით მიემართებოდა თვითმფრინავისკენ.

ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ამ დრომდე მისი ვინაობის და ეროვნების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

მანქანას, რომელსაც ის მართავდა, პოლონური ნომრები ჰქონდა, თუმცა, ის ამტკიცებდა, რომ არა პოლონეთიდან, არამედ სხვა ევროპული ქვეყნიდან იყო.

აეროპორტმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა დაახლოებით სამი საათის შემდეგ აღადგინა.

onalem

ტესტ