fbpx
საზოგადოება

საინტერესო კვლევა ჩვევების შესახებ: ბერძნები ტელეფონებით ხელში იღვიძებენ

Kapa Research-მა ჩაატარა საინტერესო კვლევა იმ ჩვევევის და რწმენების შესახებ, რომლებიც ბერძნებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ზოგიერთი მათგანი გარკვეულწილად პრობლემატურ საკითხადაც განიხილება.

პირველი მათგანი, რაც ყველაზე მეტ ბერძენს ახასიათებს, არის გაღვიძებისთანავე ტელეფონის შემოწმება, ანუ ფაქტობრივად, გაღვიძება ტელეფონთან ერთად. კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ბერძნები ამოწმებენ არა მხოლოდ სოციალურ ქსელებს, არამედ შედიან საბანკო, ჯანმრთელობის და სხვა საინფორმაციო წყაროებთან დაკავშირებულ ვებ-გვერდებზე.

ბერძნები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დარჩნენ, არიან ოპტიმისტები და სჯერათ სამართლიანობისა და დემოკრატიის.

2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74% ამბობდა, რომ ქვეყანას აუცილებლად დატოვებდა, თუკი ამის შანსი ექნებოდა. ასევე, ფაქტია, რომ საბერძნეთში “ტვინების გადინების” პრობლემაა, თუმცა, მას შემდეგ 17-დან 39 წლამდე ადამიანები მოსახლეობაში ბევრად მეტი ფიქსირდება, მანამდე არსებულ რაოდენობასთან შედარებით.

ოჯახი – ზღვა- სამშობლო: ეს არის პირველი სამი სიტყვა, რომელიც გამოკითხულ ბერძნებს თავში საბერძნეთზე ფიქრისას მოსდით. ეკონომიკურმა კრიზისმა ეროვნულ შეგრძნებებს ვერაფერი დააკლო.

საბერძნეთში ლტოლვილები, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ დაწესებულებებში ცხოვრობენ, განიცდიან ღრმა დეპრესიასა და შფოთვას.

კრიმინალი ათენის ყველაზე დიდი პრობლემაა – ბერძნები ფიქრობენ, რომ საბერძნეთის სხვა ქალაქებთან შედარებით, ათენი კრიმინალისგან ყველაზე მეტად იტანჯება.

onalem

ტესტ