fbpx
საზოგადოება

“დაიბადე საქართველოში, გაიზარდე საბერძნეთში, რატომ კვიპროსი?!” – ჟურნალისტის კითხვა თამთას

როგორც უკვე ცნობილია, თამთა 2019 წელს ისრაელში ევროვიზიის კონკურსზე კვიპროსს წარადგენს. მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჟურნალ Down Town-ს.

-რატომ გადაწყვიტე კვიპროსის წარდგენა ევროვიზიაზე და რას ნიშნავს ეს შენთვის?!

მე აღფრთოვანებული ვარ და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. ალექსთან 2015 წელს ვთანამშრომლობდი და ეს ყველაფერი ბრწყინვალე იყო. მე ვიცი როგორ მუშაობს ის და ძალიან მომწონს. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ სიმღერა, რომელიც უნდა ვიმღერო, მისი დაწერილია. ცხადია, სიმღერაც მომწონს. ეს იყო გადამწყვეტი, რამაც მათქმევინა “კი”.

– არ გიფიქრია, რომ ევროვიზია ერთგვარი რისკია?

მე მინდა ეს გამოცდილება მივიღო. ევროვიზია ძალიან არაპროგნოზირებადი კონკურსია.

– მას შემდეგ, რაც კვიპროსი გასულ წელს მეორე ადგილზე გავიდა, ეს შენთვის, ალბათ, დამატებითი პასუხისმგებლობაა, რადგან შენგან ახლა ყველა პირველ ადგილს ელის.

მე არ მაქვს მოლოდინები. მთელ ჯგუფს გვინდა მხოლოდ ის, რომ დავდოთ შედეგი, რომლითაც ვიამაყებთ. ამის შემდეგ კი აუტიდორია და ჟიური გადაწყვეტს ყველაფერს. ყოველ წელს ყველაფერი იცვლება: განსხვავებული პირობები, მონაწილეები და ღონისძიებები. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ საკი მესამე ადგილით დაბრუნდა, ხოლო ელენა პაპარიზუ პირველით. მნიშვნელოვანია, რომ ვიამაყოთ იმით, რასაც ვხედავთ და ვისმენთ.

-დაიბადე საქართველოში, გაიზარდე საბერძნეთში… რატომ კვიპროსი ევროვიზიაზე?!

ერთ ქვეყანაში დავიბადე, მეორე ქვეყანამ კი ოცნებები ამიხდინა. ჩემს გულში კვიპროსსა და საბერძნეთს ერთი და იგივე ადგილი უკავიათ. საბერძნეთისგან შემოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ კვიპროსი დაუკავშირდა ჩემს წარმომადგენლებს. ჰოდა რატომაც არა?! ჩემთვის კვიპროსის წარდგენა უდიდესი პატივია.

-უკვე ნაფიქრი გაქვს, თუ როგორ წარდგები სცენაზე? ყველა დარწმუნებულია, რომ შთამბეჭდავი იქნები…

ძალიან ბევრი იდეა მაქვს. თუმცა, ამავე დროს სიამოვნებით ვისმენ კრეატიული გუნდის იდეებს, თუმცა, მათ ჯერ არ შევხვედრივარ.

onalem

ტესტ