fbpx
კრიმინალი

ბერძენ ბიზნესმენ ქალს საკუთარ მანქანაში 5-ჯერ ესროლეს – ის “ევანგელისმოს” საავადმყოფოშია მოთავსებული

ინციდენტი გასულ ღამეს ნეა მაკრიში მოხდა. თავდაპირველად, ეს ყველაფერი ორი მძღოლის კამათს ჰგავდა, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ სროლას სპეციფიკური მიზანი ჰქონდა.

კერძოდ, 37 წლის მამაცმა ხუთჯერ ესროლა ბერძენ 53 წლის ქალს, რომელიც საკუთარ სახლს და ამავე დროს ბიზნეს ობიექტს ტოვებდა. როგორც ცნობილია, ის დიდი ქონების პატრონია.

მას ტყვია ფეხის არეში მოხვდა, რის გამოც ათენში “ევანგელისმოს” საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ პირი, ვინც მას ესროლა, მისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობია და სროლას წინ პირადი უთანხმოება უძღოდა. თუმცა, იკვეთება ფინანსური პრობლემებიც პოტენციურ მსხვერპლსა და მკვლელს შორის.

 

 

onalem

ტესტ