fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: საავადმყოფოებში უსაბუთოდ მომუშავე უცხოელი ქალები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში დაკავებულია ორი უცხოელი ქალი, რომელიც საავადმყოფოში ექთნად უკანონოდ მუშაობდა. პოლიციამ ისინი მასშტაბური შემოწმების შედეგად აიყვანა.

კერძოდ, შემოწმებები კრეტაზე, ირაკლიოს საავადმყოფოებში განხორციელდა.

პოლიციამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები მოითხოვა, რომლებიც, ცხადია, ვერ წარადგინეს, რის შემდეგაც მათი დაპატიმრების ბრძანება გაიცა. ისინი არ იყვნენ არც საავადმყოფოს თანამშრომელთა ოფიციალურ სიაში.

არსებული ცნობებით, დაკავებულები 57 და 58 წლის ქალები არიან. ისინი ირაკლიოს პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც პაციენტების უკანონო მომსახურების ბრალდებით გაასამართლებენ.

მათი ეროვნების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

onalem

ტესტ