fbpx
საზოგადოება

ხვალიდან საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად გაუარესდება

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ხვალიდან საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად გაუარესდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ათენშიც, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი.

უფრო კონკრეტულად, დილის საათებიდან წვიმა და შტორმი მოსალოდნელია დასავლეთ საბერძნეთში, ცენტრალურ მაკედონიაში, სპორადესსა და დოდეკანესში. გამონაკლისია თრაკი, სადაც მცირე წვიმაა ნავარაუდევი.

დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა 5-დან 13 გრადუსამდე იმერყევებს. ჩრდილოეთ ნაწილში ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ეპირუსში 8-დან 19 გრადუსამდე.

რაც შეეხება ცენტრალურ საბერძნეთს, მოსალოდნელია 8-დან 18 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში და ათენში დილის საათებიდან ნავარაუდევია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა… ნელ-ნელა კი ფენომენი გაძლიერდება. ქალაქის ცენტრში ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში მოსალოდნელია 15 გრადუსი, ასევე მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა, რომელიც საღამოსთვის შესუსტდება.

onalem

ტესტ