fbpx
კატეგორიის გარეშე

“ავიცერი, რადგან ჩემი სამეგობრო მომენატრა” – 107 წლის ბებო სერესიდან

სერესის ზაგოროში 107 წლის ბებომ ვაქცინის მიღების სურვილი გამოთქვა და მას ექიმთან მობილური ჯგუფი სახლში ესტუმრა.

ქალბატონი, რომელიც 1914 წელს არის დაბადებული, ამბობს, რომ უნდოდა აცრილიყო, რადგან მარტოობით დაიღალა და ძალიან მოენატრა თავისი სამეგობრო. ბებო განმარტავს, რომ მეზობელ ქალბატონებთან ვერ გადიოდა, რადგან კოვიდის გამო ეშინოდა ვინმესთან კონტაქტში შესვლის. ახლა კი, ფიქრობს, რომ თავისუფალია ამ შიშისგან.

მობილური ჯგუფები ვაქცინაციის პროცესს ბინებზე მისვლით ატარებენ მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის ცენტრებამდე მისვლა თავად არ შეუძლიათ.

onalem

ტესტ