fbpx
კატეგორიის გარეშე

“მე უბილეთობის არ მრცხვენია” – შემოწმება ათენის ავტობუსში

დღეს ათენის ავტობუსში ერთ-ერთი კონტროლიორი ბილეთების შესამოწმებლად ავიდა. მგზავრი, რომელიც ამ ამბის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, აღფრთოვანებულია მისი თავაზიანობით. 

ჩემს წინ ერთი ჯენტლმენი იჯდა, რომელსაც კონტროლიორმა ბილეთი მოსთხოვა.

– ბილეთი არ მაქვს და ამის არ მრცხვენია!
– უმუშევარი ხარ? შეიძლება თქვენი ბარათი ვნახო? – ჰკითხა კონტროლიორმა.

მამაკაცმა ბარათის ამოღება სცადა, თუმცა, კონტროლიორმა მაშინვე თავაზიანად უთხრა, რომ საჭირო არ იყო და უსიტყვოდ გაეცალა მას.

პოსტის ავტორი ამბობს, რომ მსგავსი ქცევა ათენის ავტობუსების კონტროლიორებისთვის დამახასიათებელი არ არის. ისინი ხშირ შემთხვევებში უსამართლოდაც აჯარიმებენ მოსახლეობას.

კონკრეტულად ამ შემთხვევაში კი ის არც კი ჩასძიებია უბილეთო მგზავრს დაემტკიცებინა, რომ უმუშევარი იყო.

onalem

ტესტ