fbpx
კატეგორიის გარეშე

შესაძლოა კაფეებისა და ტავერნების გახსნა დაჩქარდეს – დიდი შეშფოთება ქუჩის წვეულებების გამო საბერძნეთში

ათენის რამდენიმე უბანში არსებული მდგომარეობა საბერძნეთის მთავრობასა და ექსპერტთა ჯგუფს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – აუცილებლად უახლოეს მომავალში უნდა გაიხსნას კაფეები, ტავერნები და რესტორნები, მინიმუმ გარე ტერიტორიები მაინც.

ქუჩის წვეულებები ახალაგზრდების კარანტინით დაღლის პირდაპირი გამოხატულებაა და ვინაიდან მათ არ შეუძლიათ, რომ კაფეებში დასხდნენ და მიირთვან სასურველი სასმელი, ქუჩებში იკრიბებიან. გრძელვადიანმა კარანტინმა მოიტანა ის შედეგი, რომ ახლა გახსნა უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ჩაკეტილობის გაგრძელება.

რატომ?!

პასუხი მარტივია – ქუჩის წვეულებები დისტანციების გარეშე, სრულ ქაოსში მიმდინარეობს, ვირუსის გავრცელების საფრთხე უმაღლეს დონეზეა, ხოლო კაფეებისა და ტავერნების გახსნის შემთხვევაში, თითოეული ადამიანი შეძლებს დაჯდეს მაგიდასთან უსაფრთხოდ, ისე, რომ დაცული იყოს დისტანცია და სხვა წესები.

ბოლოს გავრცელებული სცენარის მიხედვით, კაფეების გახსნა მოსალოდნელია 10 მაისისთვის, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ექსპერტებმა მთავრობას აღნიშნული რეკომენდაცია გაცილებით ადრე მისცეს.

onalem

ტესტ