fbpx
კატეგორიის გარეშე

სასიხარულო სიახლე ომონიაზე მდებარე ლომბარდთან დაკავშირებით

ბოლო თვეების მანძილზე უამრავი მესიჯი იყო მოსული იმასთან დაკავშირებით, რომ კუმუნდურუს N7-ში მდებარე ლომბარდი არ/ვერ უბრუნებდა კლიენტებს ჩაბარებულ ოქროულობას.

მაშინაც აღვნიშნეთ, რომ გაჭიანურება ათენის სასამართლოს ბრალი იყო. კერძოდ, აღძრული საქმის მიხედვით (პოლიციამ აღმოაჩინა რომ ერთ-ერთ კლიენტს მიტანილი ჰქონდა მოპარული ოქროულობა), სასამართლომ სრულად წაიღო ოქროულობა და ყველა დანარჩენი ნივთი ლომბარდიდან, რათა დაედგინათ, თუ არსებობდა კიდევ სხვა “პრობლემური” ნივთებიც.

ათენის სასამართლოს 11 ივლისის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულ ლომბარდს არავითარიი პრობლემა არ აღმოაჩნდა, ისევე როგორც ოქროულობას, რის შესაბამისადაც, დაიწყო ყველა ოქროულობის დაბრუნება ლომბარდში.

ოქროულობისა და ყველა სხვადასხვა ნივთის დაბრუნების პროცესი სექტემბრის ბოლოს დასრულდება (ლომბარდს აქვს უფლება გამოიტანოს ყოველდღე, თუმცა, ცოტ-ცოტა).

შესაბამისად, მათ, ვისაც ჩაბარებული გქონდათ აღნიშნულ ლომბარდში თქვენი ნივთები/ოქროულობა, შეგიძლიათ მიაკითხოთ ლომბარდს და ნახოთ, აქვთ თუ არა გამოტანილი თქვენი პირადი ნივთი.

კორდინატები

ΔΑΝΕΙΑ – ΕΝΕΧΥΡΑ

Βρυωνάκης Κ. Σταύρος
Κουμουνδούρου 7, Ομόνοια
210 54 41 109 – 210 52 46 853