fbpx
საზოგადოება

ზაკინთოზე მოკლული ამერიკელის ოჯახი სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს

რამდენიმე ხნის წინ კუნძულ ზაკინთოზე მოკლული ამერიკელი ტურისტის, ბაკარ ჰენდერსონის საქმეს სასამართო განიხილავს. გარდაცვლილის ოჯახი სარჩელის შეტანას და დიდი რაოდენობით თანხის მოთხოვნას გეგმავს.

ადვოკატმა ანდრეას პაცისმა მედიას განუცხადა, რომ ის ჰენდერსონების ოჯახმა მკვლელობის კანონიერად გამოსაძიებლად აიყვანა და მომავალ თვეში ამერიკაში გაემგზავრება.

”ბაკარის ოჯახი ჯერ კიდევ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ეს ლოგიკურიცაა, რადგან მათი შვილი საბერძნეთში დასასვენებლად წავიდა და უკან ცოცხალი არ დაბრუნებულა,” ამბობს პაცისი.

მისი თქმით, ბაკარის დედასთან ხშირი სატელეფონო კონტაქტი აქვს და ხაზს უსვამს, რომ დედას სურს მისი შვილის მკვლელები მაქსიმალურად დაისაჯონ.

”მან მთხოვა, რომ გავაკეთო ნებისმიერი რამ, მხოლოდ კანონიერი გზით, რათა დამნაშავეები ყველაზე მძიმე სასჯელით დაისაჯონ,” თქვა მან და დაამატა, რომ ოჯახის წევრებთან პირადად შესახვედრად ის ამერიკაში აგვისტოში მიემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ბაკარ ჰენდერსონი კუნძულ ზაკინთოზე ერთ-ერთ ცნობილ ბართან ცემით მოკლეს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ფოტოს გამო მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს თავში 19-ჯერ ჰქონდა ჩარტყმული. ექსპერტიზის დასკვნით, ის მესამე დარტყმის შემდეგ უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა, ხალხის ჯგუფი მის ცემას ისევ აგრძელებდა.

onalem

ტესტ