fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პანიკა ხალკიდიკიში: ოჯახს კარავში გაზი აუფეთქდა

ხალკიდიკიში, კავუროპეტრესში 29 ივლისს 5 წევრიანი ოჯახი კემპინგზე იმყოფებოდა, როდესაც მათ კარავში გაზის ბალონი აფეთქდა. ისინი სერბი ტურისტები იყვნენ. მამამ და ერთ-ერთმა შვილმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს და ისინი თესალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე შვილმა რამდენიმე ტრავმა მიიღო, ხოლო დედასა და დანარჩენ ორ ბავშვს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

ინციდენტი შაბათს, შუადღეს, კავუროპეტრესის ტყეში მოხდა. ეს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების საყვარელი ადგილია, გარუჯვისა და კარვებით დასვენებისთვის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კარავს ცეცხლი ეკიდა, მშობლები დახმარებას ითხოვდნენ, ბავშვები კი ტიროდნენ.

გამოძახებულ იქნა სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე არ გავრცელებულა და სხვა კარვები არ დაუზიანებია.

40 წლის მამამ სხეულის 30%-იანი დამწვრობა მიიღო და სასუნთქი სისტემის პრობლემები აქვს.

ჯერჯეობით გაურკვეველია თუ რატომ აფეთქდა გაზი კარავში.

onalem

ტესტ